მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარკო რუბიო: ჩინეთს აქვს გეგმა, მათ სჯერათ რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იქნებიან. ჩინეთის შეკავებას არ ვცდილობთ, მაგრამ ჩვენს ხარჯზე ვერ აღზევდებიან
მარკო რუბიო: ჩინეთს აქვს გეგმა, მათ სჯერათ რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იქნებიან. ჩინეთის შეკავებას არ ვცდილობთ, მაგრამ ჩვენს ხარჯზე ვერ აღზევდებიან

მარკო რუბიო: ჩინეთს აქვს გეგმა, მათ სჯერათ რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იქნებიან. ჩინეთის შეკავებას არ ვცდილობთ, მაგრამ ჩვენს ხარჯზე ვერ აღზევდებიან

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთს აქვს გეგმა, პეკინს სჯერა, რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იქნება.

„ჩინეთს აქვს გეგმა. მათ სჯერათ რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იქნებიან, გაასწრებენ შეერთებულ შტატებს. მათ აქვთ გეგმა, თუ როგორ მიაღწიონ ამას და ისინი ამას გააკეთებენ. მე მათ ამაში არ ვადანაშაულებ. მე რომ ვყოფილიყავი ჩინეთის მმართველი, იგივე გეგმა მექნებოდა“, - განაცხადა რუბიომ.

ამერიკის პირველმა დიპლომატმა აგრეთვე დასძინა, რომ ვაშინგტონი პეკინის შეკავებას არ ცდილობს, თუმცა აშშ არ დაუშვებს, რომ ჩინეთის აღზევება მის ხარჯზე მოხდეს.

„ჩინეთის შეკავებას არ ვცდილობთ, მაგრამ ისინი ჩვენს ხარჯზე ვერ აღზევდებიან. შესაბამისად, აქ ჩვენ სხვადასხვა პოზიციებზე ვართ. თუმცა ჩემი აზრი ჩინეთის მთავრობაზე შემდეგნაირია: ისინი საკუთარ თავში ძალიან არიან დარწმუნებულნი, მათ აქვთ გეგმა და მის რეალიზაციას ცდილობენ. ეს კარგია, ეროვნული სახელმწიფოს გადმოსახედიდან , ეს ჩემთვის გასაგებია. მაგრამ, როცა ეს გეგმა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეერთებული შტატებისთვის არის სწორი“, - თქვა რუბიომ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • ჩინეთში მეწყერს 51 ადამიანი ემსხვერპლა - 10 ადამიანს კვლავ ეძებენტვ პირველი
  • ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრაBM.GE
  • ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებრუსთავი 2
  • ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებსფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი