მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მდინარაძე უძილაურზე: ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს, გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც აღწერილია, როგორ იღებს დირექტივებს, როგორ გადასცემენ კონვერტით თანხას და ხელს აწერს შესაბამის უწყისს
მდინარაძე უძილაურზე: ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს, გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც აღწერილია, როგორ იღებს დირექტივებს, როგორ გადასცემენ კონვერტით თანხას და ხელს აწერს შესაბამის უწყისს

მდინარაძე უძილაურზე: ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს, გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც აღწერილია, როგორ იღებს დირექტივებს, როგორ გადასცემენ კონვერტით თანხას და ხელს აწერს შესაბამის უწყისს

იმედი|imedinews.ge

შემიძლია ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს, ერთ ადამიანსაც, რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, სივრცე არ დარჩეს, ამის გამო ჩემი მხრიდან თხოვნა იქნება და უახლოეს საათებში იხილავთ ამ ვიდეოჩანაწერს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მოხდება საქმის ნაწილის განსაიდუმლოება, გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იქნება ინსტრუქტაჟის მიღების ნაწილი. „რეალური კონტრდაზვერვითი სამუშაოები უკვე ათწლეულებია ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა. 2005-2006 წლებში იყო რამდენიმე დაკავება და ისიც მხოლოდ ერთი ქვეყნის მიმართულებით, რაც საპიაროდ კარგად გამოდგებოდა მაშინ, დღესაც შეიძლება, საპიაროდ კარგი იყოს, მაგრამ ჩვენ პიარზე არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის რეალურ ინტერესებზე და შემდეგ პროპაგანდა გასაგებია. შემდეგ გახსოვთ ერთი-ორი შემთხვევა, რომელიც მხოლოდ საჩვენებელი ხასიათის იყო და იყო დაბრალებებიც უამრავი. ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ჯაშუში არ დაკავებულა. გახსოვთ სუს-ის ბრიფინგი, რომელიც ლაშა მაღრაძემ გამართა, სადაც იყო პირველი მინიშნება, კონტრდაზვერვის სამუშაოების შედეგად, სპეცსამსახურმა დააკავა ყალბ დოკუმენტებზე კონკრეტული პირი. ეს მინიშნება სწორად ვერ გაიგეს. შემდეგ იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და პასუხისგებაში მიცემული ორი კონკრეტული ადამიანი. ძალიან საინტერესო ადამიანები. შემდეგ იყო ევროპის, ოდნავ დავაკონკრეტებ და შემდეგ ამაზე აღარავინ არაფერს იტყვის, ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი. ჩვენ დღენახევარია იმასაც ვხედავთ, რომ ეჭვის შეტანას ცდილობენ ამ საკითხშიც კი. რადგან ასე დააყენეს საკითხი, მე შემიძლია ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს. ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს, ეს სამი ნაწილი, ინფორმაციას რას გადასცემდა და ამ ნაწილებს ჩვენ ვერ გამოვაქვეყნებთ, ძალიან ბევრი ჩანაწერი არსებობს იმ საქმეში. მოხდება განსაიდუმლოება და გამოქვეყნდება ინსტრუქტაჟის მიღების ნაწილი, მოხდება ფულის გადაცემის ნაწილი და ხელმოწერის ნაწილი გასაჯაროვდება. ამის იქით, განსაიდუმლოებაც ვერ მოხდება და შეუძლებელია, სხვა ნაწილი გამოქვეყნდეს. ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს აქ სპეკულირების საშუალება, სივრცე არ დარჩეს, ამის გამო ჩემი მხრიდან თხოვნა იქნება და უახლოეს საათებში იხილავთ ამ ვიდეოჩანაწერს. ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ათეულობით ადამიანზე მიღებული სხვადასხვა ინფორმაცია, რეალიზებაში მოვიყვანოთ და შესაბამისი მინიშნებები, საპროცესო-სამართლებრივი მოქმედებებით გავაკეთოთ სხვადასხვა ქვეყნების მიმართ, მაგრამ ჩვენ ამას ვცდილობთ, რომ არ გავაკეთოთ, რადგან ამას თავისი წესი აქვს, მათ შორის სპეცსამსახურების ურთიერთობას, ამიტომ ჩვენ რასაც არ ვკადრულობთ სხვაგან, ჩვენთან ნუ იკადრებენ ეს თხოვნა მექნება ყველასთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს მას სამედიცინო გამოკვლევა - ლევან მაჭავარიანი სააკაშვილზერუსთავი 2
  • აჭარაში $20 500-ის მოცულობის ყალბი ვალუტის გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

იმედი

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

იმედი