მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს
მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს

მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს.

სამინისტროს ინფორმაციით, რეზერვისტებს სიტყვით ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიმართა, ფიცის დადება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედრო ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას, სამედიცინო მომზადებასა და სროლებს ითვალისწინებდა. მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ. ასევე, სამსახურეობრივი მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის, სამხედრო ხელმძღვანელები და ინსტრუქტორებიც დაჯილდოვდნენ.

ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და რეზერვისტების ოჯახების წევრები დაესწრნენ. ფიცის დადების შემდეგ, რეზერვისტები ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე და 205-ე ბატალიონებში განაწილდებიან. ისინი ტერიტორიული თავდაცვის რეზერვში ოთხი წელი იმსახურებენ და წლის მანძილზე 45 დღემდე საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტები თეორიულ ცოდნას მიიღებენ, ასევე საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან და კრიზისებზე რეაგირების უნარებს განივითარებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამხედრო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • გვიან ღამით აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო დარტყმები განახორციელაBM.GE
  • ტრამპი ირანს მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების განახლებით ემუქრებაფორმულა
  • აზოვსა და ტაგანროგში დრონებმა ნავთობბაზებს, სამხედრო-სამრეწველო ქარხანასა და ნავთობტერმინალს დაარტყესტვ პირველი
  • ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები გრძელდებარუსთავი 2
სამხედრო →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი