
მედია: ირანმა აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა
საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმა, რომელიც ირანის ხელისუფლებამ ვაშინგტონს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადასცა, 14 პუნქტისგან შედგება. როგორც ირანული სააგენტო Tasnim-ი წერს, თეირანის მოთხოვნებს შორის არის:
თავდაუსხმელობის გარანტიები; ამერიკული ჯარების გაყვანა ახლო აღმოსავლეთიდან; საზღვაო ბლოკადის მოხსნა; დაბლოკილი ირანული აქტივების დეპოზიტების გახსნა; რეპარაციების გადახდა; სანქციების მოხსნა; ომის შეწყვეტა ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით; ჰორმუზის სრუტის ფუნქციონირების ახალი მექანიზმის დადგენა.
გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თეირანის გეგმაში დადგენილია ერთთვიანი ვადა მოლაპარაკებებისთვის ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის შეწყვეტისა და ომის საბოლოო დასრულების შესახებ.
გარიგების მიღწევის შემდეგ, დაგეგმილია კიდევ ერთი ერთთვიანი მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, აღნიშნეს გამოცემის რესპონდენტებმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანის წინადადებებს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას მალე განიხილავს, თუმცა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ის ვაშინგტონისთვის მისაღები იქნება.
იმედი
წყარო: imedinews.ge
