
მედია: სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური მოკლეს, რომელიც რუსეთის მხარეს გადავიდა
იმედი|imedinews.ge
ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის, „ზაპოროჟიეს“ ყოფილი მეთაური რობერტ შაგეევი მოკლეს, რომელიც ყირიმის ოკუპაციის შემდეგ 2014 წელს რუსეთის მხარეს გადავიდა და რუსულ ჯარში გააგრძელა სამსახური. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რამდენიმე საათის წინ სევასტოპოლში აფეთქების ხმა გაისმა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთ შენობაში კიბეზე ჩამოდიოდა, როცა იქვე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
რუსული მედია, თავის მხრივ, წერს, რომ საქმეზე დაკავებულია ქალი, რომელმაც კიბესთან ახლოს მდებარე ნაგვის ურნაში ზურგჩანთა მოათავსა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge