მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჯინჭარაძე მესტიაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს დაესწრო
გიორგი ჯინჭარაძე მესტიაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს დაესწრო

გიორგი ჯინჭარაძე მესტიაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მესტიაში, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს დაესწრო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა. გამოსვლაში გიორგი ჯინჭარაძემ ადგილობრივ მოსახლეობას დევნილების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ-აფხაზური საზოგადოებების შერიგების პროცესში ხელოვნებისა და კულტურის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გამართულ ღონისძიებას აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე რეგიონში მყოფი ტურისტები დაესწრნენ.

მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ და აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული პროგრამით წარდგნენ. შესრულდა ქართული ტრადიციული ხალხური კომპოზიციები და ფოლკლორული ნომრები.

საღამოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო ფოტო-გამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, რომელიც აფხაზეთის პეიზაჟებსა და ისტორიულ, კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ასახავს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და ფართო საზოგადოებისთვის აფხაზეთის მდიდარი კულტურის გაცნობასა და მის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 148 სტატია.

  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • რა ღირს საწვავი აფხაზეთშიBM.GE
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

ნუცა ბუზალაძე ხვალ ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე ხვალ ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაკავების კიდევ ერთი ორდერი გამოსცა

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაკავების კიდევ ერთი ორდერი გამოსცა

იმედი

პეკინი ირანის მიმართ ტრამპის ეკონომიკურ მუქარას ეხმაურება: სანქციების პოლიტიკა არცერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება

პეკინი ირანის მიმართ ტრამპის ეკონომიკურ მუქარას ეხმაურება: სანქციების პოლიტიკა არცერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება

იმედი

სპორტის მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

სპორტის მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

იმედი