მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო

იმედი|imedinews.ge

„ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო, რომლისთვისაც თანაბრად აქტუალურია, რა თქმა უნდა, ეს საკითხი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათქვამს – არც ერთი თანხა არ იქნება დაზოგილი და არ დაგვახევინებს უკან, როდესაც საუბარია რეალურად არსებულ, უსაფრთხო და ეფექტიან სამკურნალო საშუალებაზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლა მეცნიერულ, დასაბუთებულ და სანდო წყაროებზე დაყრდნობით უნდა ხორციელდებოდეს და მაგალითად ევროპული ქვეყნების გამოცდილება მოიყვანა.

„შესწავლისა და შეფასების პროცესი სერიოზული საკითხია და საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს. გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს სპეციალისტების ჩართულობით და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ბუნებრივია, ამ საკითხის განხილვისთვის არ კმარა, მაგალითად, რომელიმე დეპუტატის მხრიდან მაისურზე წარწერის გაკეთება.

წარმატებულ შემთხვევებს რაც შეეხება, ჩვენ, მათ შორის, პარლამენტში კონკრეტულად წყაროებზე დაყრდნობით წარმოვადგინეთ ინფორმაცია, მაგალითად, ცალკეული ფატალური შემთხვევებისა და რისკების შესახებ.

ანალოგიური მდგომარეობისა და დილემების წინაშე დგას ევროპის არაერთი ქვეყანა, მათ შორის, შვედეთი. გვაქვს კომუნიკაცია იქ არსებულ საუნივერსიტეტო ბაზებთან. დღეს შვედეთში არსებული ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ იმ მედიკამენტს, რომელიც ჩვენი, ქართული სისტემითაც არის გათვალისწინებული. არაფერზე მეტზე გადაწყვეტილება მიღებული არ გახლავთ და, რა თქმა უნდა, შვედეთი არ არის ის სახელმწიფო, რომელზეც შეიძლება ვინმე დაეჭვდეს, რომ ან თანხა ენანება, ან ნაკლებად სოციალურია, ან ნაკლებად ემპათიური.

შვედეთმაც იცის, რა თქმა უნდა, მონაყოლი და ნაამბობი ისტორიები წარმატებული მკურნალობის შესახებ, მაგრამ ამ წარმატებაში ესეც გავითვალისწინოთ, რომ ჯერ არ არის დადასტურებული, მედიკამენტების წვლილია ამაში მონაწილე, რეაბილიტაციის სერვისები, მულტისექტორული ჯგუფის ჩართულობა თუ სხვა. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არ არის პრიმიტიული და მარტივად გადასაწყვეტი საკითხი, ამას აუცილებლად სჭირდება სიღრმისეულად კარგად გაანალიზება, თორემ, რასაკვირველია, ჩემთვის გასაგებია ის ემოციაც, ის ტკივილიც, ის მძიმე ვითარებაც, რომელიც არსებობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამინისტროს კარი ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა და მზად არიან - ნებისმიერ ადამიანს საკითხზე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • „შეურაცხმყოფელი ბანერისთვის“ დაკავებულ აქტივისტს, ია მელითაურს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • "ვაკის პარკის" საქმეზე დაკავებული "გრინსერვისის" დირექტორი ვადაზე ადრე გაათავისუფლესBM.GE
  • "ქურდული გარჩევების" საქმე - ცაგერის საკრებულოს დეპუტატს და სხვა დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათტვ პირველი
დაკავებული →ევროპის →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი