მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანსა და პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანსა და პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანსა და პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად, ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს - დირკ რამაეკერსს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით არსებული გამოცდილება და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იშვიათი დაავადებების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საკითხი დამატებით პროფესიულ განხილვასა და სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს.

მიხეილ სარჯველაძემ ასევე გამართა შეხვედრა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრ იოლანტა სობიერანსკა-გრენდასთან. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და ჯანდაცვის სისტემების ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ჯანდაცვის განვითარებასა და ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის მნიშვნელობას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობენ: ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ