მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

იმედი|imedinews.ge

მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. საღამო მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ გახსნა.

„ვაჟა-ფშაველა დღესაც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქართველი მწერალია. მან საკუთარი შემოქმედებით შეძლო ჩვენი სულიერებისა და იდენტობის გადმოცემა. ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელის აღნიშვნა მწერალთა სახლის ინიციატივით დაიწყო და, დარწმუნებული ვარ, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებით გაგრძელდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩარგალში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა და განახლდება მუზეუმი“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მწერალთა სახლში გამართულ საღამოს ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული უძღვებოდნენ, რომლებმაც ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ასევე მათივე ავტორობით შექმნილ წიგნ-ალბომზე - „ვიცანი, ღმერთო, სამყარო - ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე“ ისაუბრეს. გამოცემა ვაჟა-ფშაველას შესახებ უცნობ მოგონებებს და მამის შესახებ გულქან რაზიკაშვილის მონათხრობს აერთიანებს.

ღონისძიების ფარგლებში, მწერალთა სახლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოცემული წიგნის - „შეხვედრა“ წარდგენაც გაიმართა, რომლის ავტორები გიორგი ალიბეგაშვილი, იასუჰირო კოჯიმა და მამუკა ჭანტურაია არიან. ორენოვან გამოცემაში შედარებული და გაანალიზებულია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ და რიუნოსკე აკუტაგავას „სანემონის დანაშაული“.

საღამოზე წარმოდგენილი იყო მხატვარ თემურ ყუბანეიშვილის მიერ ვაჟა-ფშაველას თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლი დააზიანა - დაიღუპა ქალი და 4 წლის ბავშვიფორმულა
  • სომხეთში ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდაBM.GE
  • formebi.emis.ge - პლატფორმის გამოყენებით, სასკოლო ფორმების შეძენა მშობლებს სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლებათრუსთავი 2
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
სახლი →

მსგავსი სტატიები

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

იმედი

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

იმედი

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

იმედი