მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს
რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე რუსული იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი შეაფასა. თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ზელენსკიმ პარტნიორებს დაბომბვებისგან დასაცავად დამატებითი სამხედრო დახმარების სასწრაფოდ მიწოდება სთხოვა.

„კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე რუსული თავდასხმის შემდეგ, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხანძარი, რომელიც 9 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, ლიკვიდირებულია“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში. მან დაადასტურა 16 დაღუპულის შესახებ ინფორმაცია და დასძინა, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა კვლავ მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული ღამის განმავლობაში იერიშები სხვა რეგიონებზეც განხორციელდა. მათ შორის კიევში, სადაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ზაპოროჟიეში მიკროავტობუსზე დარტყმის შედეგად 3 პირი დაშავდა.

„თავდასხმები ასევე განხორციელდა ოდესის, დნიპროს, დონეცკის, სუმის, ხერსონის, ჩერნიჰოვისა და მიკოლაევის ოლქებზე“, - აღნიშნა მან.

„ყოველი დღე, რომელსაც უკრაინა საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემების გარეშე ატარებს, ნიშნავს იმ ადამიანების სიკვდილს, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელი იყო. ადამიანის სიცოცხლის დაცვა ყოველდღიურ გადაწყვეტილებებსა და მთელი მსოფლიოსგან რეალურ მხარდაჭერას მოითხოვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

იმედი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

იმედი

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

იმედი

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს

იმედი