მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნანა ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და პარტიაში შესვლა და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა
ნანა ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და პარტიაში შესვლა და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი ცვლილებებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმატორთა საბჭოს შექმნის შესახებ, ნანა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველი“ ეთერში ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ იქნება საბჭო, რომლის აღმასრულებელ მდივნადაც თავად მოიაზრება, პარტიისგან დამოუკიდებელი.

ჟორჟოლიანის თქმით, სააკაშვილს ესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაქმნის პროცესში მონაწილეობა სურთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ პარტიაში შესვლა და „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება, შესაბამისად, მან მიიღო დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის გადაწყვეტილება.

„ეს არის საქმიანი კოალიციის შექმნის მცდელობა. ჩემი აზრით, შეიძლება ამაში ბევრი არ მეთანხმება, ისევე როგორც მიშას აზრით, ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი [„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ] ახლა არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კიდევ უფრო საჭირო გახდება უახლოეს მომავალში, იმიტომ, რომ ვფიქრობ გაძლიერდება და გაცილებით უფრო სწორ ნიშას იპოვის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება, პარტიაში შესვლა, რასაც თავისთავად ზღუდავდა ის პირველი გეგმა და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, რომ მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა, მე თქვენ გაძლევთ ჩემს ინსტრუმენტს, რომელიც არის ჩემი შექმნილი პარტია, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი, მე თქვენ გენდობით. მე მაგალითად, არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, სამი შეხვედრა ვისთანაც მქონდა, ყველა არაპარტიული ადამიანია, თავიანთ სფეროებში პროფესიონალი, მცოდნე“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

კითხვაზე, ხომ გახდებიან ეს ადამიანები მერე პარტიულები, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ არ გახდებიან, ვინაიდან, „შეიძლება ის ადამიანი, რომელმაც რეფორმებში მონაწილეობა მიიღოს, აღარ შევიდეს პარტიაში ექვსი თვის შემდეგ“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სააკაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • "შეეშვით ხალხო სააკაშვილთან და მის მფრინავ მაიმუნებთან თავის მართლებას და არგუმენტებით საუბარს, პირდაპირ ფერთხეთ" - თამარ ჩერგოლეიშვილირუსთავი 2
  • ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოყვანისთვის წაუყენა - სააკაშვილიტვ პირველი
  • პაპუაშვილი: სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა აღმაშენებელს, დიდგორობას ომი წააგოფორმულა
  • ცხინვალი: კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამაც უნდა აიღოსნეტგაზეთი
სააკაშვილის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი