მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. NAP პროექტის ფარგლებში სექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
NAP პროექტის ფარგლებში სექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

NAP პროექტის ფარგლებში სექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ – ფარგლებში, ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) შემუშავების მიზნით სამი სექტორული სამუშაო ჯგუფი შექმნა, - ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა გახსნა და ყურადღება ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში, ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ეროვნული ადაპტაციის გეგმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასებას, ადაპტაციის პრიორიტეტების განსაზღვრასა და სხვადასხვა სექტორში ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვას“, - განაცხადა თამთა დევდარიანმა.

როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, ეროვნული ადაპტაციის გეგმის შემუშავების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას, რადგან მრავალსექტორული თანამშრომლობა უზრუნველყოფს ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული, პრაქტიკული და გრძელვადიანი ადაპტაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი სექტორული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, ასევე ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და მთის ეკოსისტემების მიმართულებებს მოიცავს, პროექტის საკონსულტაციო მექანიზმია, რომლის ამოცანასაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების, მოწყვლადობის, სექტორული გამოწვევებისა და ადაპტაციის პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მომზადდება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა და 5-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი საქართველოსთვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პირველი სისტემური ჩარჩო იქნება და უზრუნველყოფს ადაპტაციის ღონისძიებების გრძელვადიან დაგეგმვას, კოორდინაციასა და მათ ინტეგრირებას ეროვნულ და სექტორულ პოლიტიკაში.

ჰიბრიდულ ფორმატში გამართულ სამუშაო ჯგუფების პირველ შეხვედრას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჯგუფის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის სათავეშიც ირაკლი ღარიბაშვილია - ყოფილი პრემიერ-მინისტრს ახალი ბრალი წარედგინარუსთავი 2
  • დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა – 5 პირს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
  • „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს - მერიაBM.GE
  • კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრატვ პირველი
ჯგუფის →

მსგავსი სტატიები

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

იმედი

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

იმედი