მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნეთანიაჰუ: ირანის ტერორისტული რეჟიმი დამხობისთვისაა განწირული
ნეთანიაჰუ: ირანის ტერორისტული რეჟიმი დამხობისთვისაა განწირული

ნეთანიაჰუ: ირანის ტერორისტული რეჟიმი დამხობისთვისაა განწირული

იმედი|imedinews.ge

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის რეჟიმი „განწირულია გაქრობისთვის“ და პირობას დებს, რომ ისრაელი ამას ხელს შეუწყობს.

ამის შესახებ მან „მოსადის“ ახალი ხელმძღვანელის, რომან გოფმანის დანიშვნის ცერემონიაზე განაცხადა, რომელმაც თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.

„ეს ტერორისტული რეჟიმი, რომლის ბედიც ამ ქვეყნიდან გაქრობაა - და ჩვენ მას ამ დანიშნულების ადგილამდე მიღწევაში დავეხმარებით - ვეღარასდროს დაგვემუქრება ბირთვული ბომბებითა და ათასობით მომაკვდინებელი ბალისტიკური რაკეტით. ეს არის ჩემი დირექტივა“, - მიმართა ნეთანიაჰუმ დამსწრე საზოგადოებას.

„ეს შენი მისიაა, რომან“, - თქვა ნეთანიაჰუმ გოფმანის მისამართით და დასძინა: „მოსადი“ კვლავაც იქნება ირანის აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის წინა ხაზზე... იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შესაბამისად, რომელსაც წლებია ვატარებთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მან ბირთვული იარაღი მოიპოვოს და არ მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს არსებობას“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი