მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნეთანიაჰუ: ისრაელის ბრძოლები არასოდეს მთავრდება - კიდევ ბევრი სამუშაოა ირანის მიერ მართულ ღერძთან გასამკლავებლად
ნეთანიაჰუ: ისრაელის ბრძოლები არასოდეს მთავრდება - კიდევ ბევრი სამუშაოა ირანის მიერ მართულ ღერძთან გასამკლავებლად

ნეთანიაჰუ: ისრაელის ბრძოლები არასოდეს მთავრდება - კიდევ ბევრი სამუშაოა ირანის მიერ მართულ ღერძთან გასამკლავებლად

იმედი|imedinews.ge

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Channel 14-თან ინტერვიუში ისრაელის ბოლო წლების სამხედრო მიღწევები შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად „უზარმაზარი წარმატებებისა“, ქვეყნისთვის გამოწვევები კვლავ არსებობს.

ინტერვიუს დროს პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის ბრძოლები რეგიონში „არასოდეს მთავრდება“ და ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს მაქსიმალური სიმტკიცე.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე და ქვეყანამ შეძლო ირანის, „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ მხრიდან მომდინარე საფრთხეების უკუგდება და მნიშვნელოვნად შესუსტება.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ირანული ღერძის ნარჩენებთან გამკლავება კვლავ დღის წესრიგში დგას. პრემიერის განცხადებით, სამხედრო მოქმედებების პარალელურად, ისრაელი ეძებს შესაძლებლობებს სამშვიდობო შეთანხმებების გასაფორმებლად.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება კეთდება ლიბანთან გაფორმებული ჩარჩო-შეთანხმების ფონზე, რომელიც ისრაელის ძალების ეტაპობრივ გაყვანას და ურთიერთობების ნორმალიზებას ისახავს მიზნად, მაშინ როდესაც „ჰეზბოლასთან“ შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება.

„თუ გსურთ იცხოვროთ ახლო აღმოსავლეთში - და ზოგადად მსოფლიოში - უნდა იყოთ ძალიან ძლიერები“, - დასძინა ნეთანიაჰუმ ინტერვიუში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი