მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნეთანიაჰუ: შემიძლია თუ არა გითხრათ, როდის დაეცემა ირანის რეჟიმი? არ ვიცი
ნეთანიაჰუ: შემიძლია თუ არა გითხრათ, როდის დაეცემა ირანის რეჟიმი? არ ვიცი

ნეთანიაჰუ: შემიძლია თუ არა გითხრათ, როდის დაეცემა ირანის რეჟიმი? არ ვიცი

იმედი|imedinews.ge

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზნები მიღწეულია, მიუხედავად იმისა, რომ ირანის რეჟიმი კვლავ ინარჩუნებს ხელისუფლებას.

კითხვაზე თუ რატომ ცხადდება კამპანიის დასრულება სამი თვის შემდეგ მაშინ, როდესაც ეს რეჟიმი კვლავ ხელუხლებელია, ნეთანიაჰუ უარყოფს იმ დაშვებას, რომ პროცესები არასწორად წარიმართა.

„პროცესები სულაც არ განვითარებულა არასწორად. მე განვსაზღვრე მიზნები - და კაბინეტმაც განსაზღვრა მიზნები - იმაზე განსხვავებულად, ვიდრე თქვენ ამბობთ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.

„ჩვენ ვთქვით, რომ გვსურდა ეგზისტენციალური საფრთხის აცილება: პირველ რიგში, ბირთვული საფრთხის და ეს გავაკეთეთ. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურდა ბალისტიკური რაკეტების საფრთხის აცილება და ეს გავაკეთეთ. და ჩვენ ვთქვით, რომ გვსურდა შეგვექმნა პირობები, რომლებიც ირანელ ხალხს მისცემდა შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, თავიდან მოეშორებინათ ეს ტერორისტული რეჟიმი“, - აღნიშნა მან.

„ირანი ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ჩვენ იქ ყველა შესაძლო ინფრასტრუქტურას დავარტყით. ზიანი კოლოსალურია. ბზარები თავად ამ რეჟიმის შიგნითაც გაჩნდა. შემიძლია თუ არა გითხრათ, როდის დაეცემა ეს რეჟიმი? არ ვიცი. შემეძლო თუ არა თქვენთვის მეთქვა, როდის დაეცემოდა საბჭოთა რეჟიმი? ვერა. ამას ვერ გეტყვით“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი