
ნიკა გვარამია: 40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნებოდა. პრინციპში, 4 მილიონიც ეყოფოდა
იმედი|imedinews.ge
გვარამიასა და სააკაშვილის პარტიის საჯარო დაპირისპირება გრძელდება. დავის და ურთიერთბრალდებების საგანი ამჯერად ფული გახდა. „ახალის” ლიდერმა მორიგი ბრალდებები სოციალურ ქსელში გააჟღერა და ღიად მიანიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ფულზე იყიდება. ამბობს, რომ 40 მილიონის ქონის შემთხვევაში, სააკაშვილის პარტიაში აღარავის დატოვებდა და ამ თანხად თითქმის მთელ ნაციონალურ მოძრაობას მოისყიდდა, ან გადაიბირებდა.
„პრინციპში 4 მილიონიც ეყოფოდა“, - დასძენს გვარამია.
გვარამიას კრიტიკას ტრადიციულად კრიტიკითვე პასუხობს პატიმარი სააკაშვილიც და ოპონენტებს ფსევდო-ოპოზიციად მოიხსენიებს. მიიჩნევს, რომ მათთან ერთად პოლიტიკურ ბრძოლაში წასვლა საშიშია, ვინაიდან ეს დამარცხების რეპეტიციაა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge