მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლას მადუროს ყოფილი მინისტრი ალექს სააბი ვენესუელიდან აშშ-შია ექსტრადირებული
ნიკოლას მადუროს ყოფილი მინისტრი ალექს სააბი ვენესუელიდან აშშ-შია ექსტრადირებული

ნიკოლას მადუროს ყოფილი მინისტრი ალექს სააბი ვენესუელიდან აშშ-შია ექსტრადირებული

იმედი|imedinews.ge

ვენესუელამ აშშ-ში მადუროს თანამებრძოლის დეპორტაცია განახორციელა. მრეწველობისა და წარმოების ყოფილი მინისტრის, ალექს სააბის ექსტრადიცია, რომელიც კოლუმბიის მოქალაქეა და ამავდროულად ვენესუელურ პასპორტსაც ფლობს.

ვენესუელის მიგრაციის სამსახურის ცნობით, ეს 16 მაისს მოხდა. აღსანიშნავია, რომ ვენესუელის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქეების გაცემას კრძალავს.

„დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გათვალისწინებით, რომ კოლუმბიის აღნიშნული მოქალაქე მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულში, რაც საყოველთაოდ ცნობილი და ფართოდ განხილვადი ფაქტია“, - აღნიშნულია მიგრაციის სამსახურის განცხადებაში.

ალექს ნაიმ სააბ მორანი ვენესუელის ყოფილი მმართველის, ნიკოლას მადუროს ახლო თანამებრძოლია. თავად მადურო 3 იანვარს ჩატარებული ოპერაციის შედეგად შეიპყრეს და აშშ-ში გადაიყვანეს. სააბს ბრალად ედება მადუროსა და მისი მთავრობისთვის ფულის გათეთრება, რის სანაცვლოდ, მადურომ მას მოქალაქეობა და დიპლომატიური პასპორტი მიანიჭა.

ამერიკელი სამხედროების მიერ ნიკოლას მადუროს შეპყრობის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის ხელმძღვანელობით შექმნილმა ახალმა ადმინისტრაციამ სააბი თანამდებობიდან გადააყენა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი