მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ ჩხეტიანი „დინოტოპიასთან“ დაკავშირებულ სპეკულაციებზე: ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ახორციელებს ფონდი „ქართუ”, ყოველთვის ვიღებთ ცრუ ბრალდებებს. გამოაგორებენ უსახელო ექსპერტებს, რომლებიც ჭკვიანი სახით და უცხოური ტერმინების რახარუხით ცდილობენ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ჩხეტიანი „დინოტოპიასთან“ დაკავშირებულ სპეკულაციებზე: ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ახორციელებს ფონდი „ქართუ”, ყოველთვის ვიღებთ ცრუ ბრალდებებს. გამოაგორებენ უსახელო ექსპერტებს, რომლებიც ჭკვიანი სახით და უცხოური ტერმინების რახარუხით ცდილობენ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროექტ „დინოტოპიის“ შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ინიციატივა სახელმწიფოსგან წამოვიდა.

„ეს ინიციატივა ამჯერად სახელმწიფოს მხრიდან წამოვიდა. ჩვენ დაგვიკავშირდა Starring Georgia, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, არის სახელმწიფო ორგანიზაცია და მართავს იმ ობიექტებს, რომლებიც წლების წინ, ძირითადად, ფონდ „ქართუს“ მიერ არის შექმნილი. ფონდმა „ქართუმ“ გამოისყიდა ეს მიწის ნაკვეთი იმ კონკრეტული ორგანიზაციისგან, ვისაც იგი ეკუთვნოდა, და მეორე დღესვე ჩუქების ფორმით გადასცა სახელმწიფოს“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

მან პროექტის გარშემო დაწყებული სპეკულაციებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ გზით მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„ჩვენ შეჩვეულები ვართ იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ახორციელებს ფონდი „ქართუ”, ყოველთვის ვიღებთ გაუმართლებელ და უადგილო კრიტიკას, ცრუ ბრალდებებს. გამოაგორებენ უცებ უსახელო ექსპერტებს, რომლებიც ჭკვიანი სახით და უცხოური ტერმინების რახარუხით, ასე ვთქვათ, ცდილობენ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას.

რეალობა კი უბრალოდ მდგომარეობდა იმაში - რომ ფონდმა მორიგ ჯერზე ქველმოქმედების აქტი ჩაიდინა და გადასცა უძრავი ქონება სახელმწიფოს,“ - აღნიშნა ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ.

მან შეკვეთილსა და მთლიანად შავი ზღვისპირეთში განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში მოზიდვის ობიექტები შეიქმნა.

„თქვენ თუ გადახედავთ რეტროსპექტივის სახით, თუ რა განხორციელდა ივანიშვილების ოჯახის დაფინანსებით მთელ ამ რეგიონში, ნახავთ, რომ შეიქმნა ფუნდამენტური მოზიდვის ობიექტები, რომლებიც საშუალებას აძლევენ შემდეგი რიგის ინვესტორებს, განახორციელონ თავისი პროექტები და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ამ რეგიონის განვითარებას", - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის მორიგი ქველმოქმედება ოპოზიციის მხრიდან კვლავ სპეკულაციებისა და დეზინფორმაციის საგანი გახდა. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, „ციცინათელას“ პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან“ შეიძინა ფონდმა „ქართუმ“ და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება, შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი. ამ ტერიტორიაზე „სთარინგ ჯორჯია“ საქართველოში ყველაზე დიდ დინოპარკს „დინოტოპიას“ გახსნის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
  • ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადაფორმულა
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ