მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტ მაურიციო გასპარისთან.

მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დონეზე კავშირების შემდგომ განვითარებას.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და მიმდინარე კონფლიქტებს, მათ შორის, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებას. ნიკოლოზ სამხარაძემ იტალიელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ისევე როგორც „შუა დერეფნის“ პოტენციალის სრულად ათვისების პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე, მათ შორის, თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებულ პრობლემურ საკითხებზე.

ხაზი გაესვა იტალიის მნიშვნელოვან როლს ამ სირთულეების დაძლევასა და საქართველო-ევროკავშირს შორის ღია დიალოგის აღდგენაში. ქართულმა მხარემ იტალიელ სენატორს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შესახებ.

თავის მხრივ, იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ საქართველო იტალიისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რის გამოც იტალიური მხარე მზად არის, ხელი შეუწყოს ქვეყანას საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების მიღწევაში.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით რომში, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი