მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე: ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა, რომელიც კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, მანამ, სანამ არ მოხდა ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა პრესაში. ქართული მხარე ვერანაირად გაჟონავდა ინფორმაციას, იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირში არის წარმოდგენილი
ნიკოლოზ სამხარაძე: ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა, რომელიც კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, მანამ, სანამ არ მოხდა ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა პრესაში. ქართული მხარე ვერანაირად გაჟონავდა ინფორმაციას, იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირში არის წარმოდგენილი

იმედი|imedinews.ge

ვიზის დიალოგი, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

სამხარაძის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრას ჰქონდა ტექნიკური ხასიათი, რომელიც საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული შეხვედრიდან ინფორმაციის გაჟონვის საკითხზე, მისი თქმით ქართულ მხარეს არ შეეძლო მსგავსი ქმედების ჩადენა, შესაბამისად, აშკარაა თუ ვის მიერ მოხდა ინფორმაციაა გაჟონვა შეხვედრის დასრულებამდე.

„ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა, რომელიც მინდა გითხრა, რომ საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, მანამ სანამ არ მოხდა ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა პრესაში. მე მინდა ამ საკითხს განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ნდობაზე ვსაუბრობთ ევროკავშირთან, მიუღებელია, როდესაც დახურული შეხვედრის დეტალები პრესაში იჟონება შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე და გასაგებია, რომ ქართული მხარე ვერანაირად ვერ გაჟონავდა ამ ინფორმაციას, იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირში არის წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე ყველასთვის ნათელია, თუ ვინ გაჟონა ეს ინფორმაცია და რისთვის იყო, ეს საჭირო,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →მხარს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი