მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პროცესმა საყოველთაო ხასიათი მიიღო
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პროცესმა საყოველთაო ხასიათი მიიღო

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პროცესმა საყოველთაო ხასიათი მიიღო

იმედი|imedinews.ge

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, მასშტაბური გამწვანების აქციები აქტიურად გრძელდება და უკვე საყოველთაო ხასიათი მიიღო, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მორიგ ეკო აქციაში ახალგაზრდებთან ერთად, რუსთაველმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. მანამდე კი ჭალის ტყეში ნერგები, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრის მსახიობებმა დარგეს.

ჭალის ტყეები, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდს შორის არსებული სივრცეა, რომელიც ქალაქისთვის უმთავრეს ეკოლოგიურ რესურსს წარმოადგენს.

„რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პროცესმა საყოველთაო ხასიათი მიიღო. რამდენიმე დღის წინ, ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში ჩასართავად, ჩვენი საამაყო სპორტსმენებიც გაერთიანდნენ. მადლობა მათ და ყველას, ვინც რუსთავის მომავალზე, მის ეკოლოგიაზე ზრუნვას საკუთარ საქმედ მიიჩნევს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის ჭალის ტყის განვითარების გეგემა, 320 ჰა ტერიტორიის განაშენიანებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის გაზაფხულზე 10 000 ენდემური ხე-მცენარე დაირგვება. ტერიტორიის აღდგენა-განაშენიანების გეგმის ფარგლებში კი ჯამში 20 000 ძირი მუხის, თელასა და ფშატის დარგვაა გათვალისწინებული.

პროექტის ფარგლებში რუსთავის ჭალის ტყის ტერიტორიაზე მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო სივრცეები, დამონტაჟდება ფრინველებზე და ცხოველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ფოტოხაფანგები და სპეციალური ბარიერები მდინარე მტკვრის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

რუსთავის ჭალის ტყის განვითარების გეგმა, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ, პროექტის - „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს“ ფარგლებში შეიმუშავა. პროექტი, გარემოსდაცვითი ფონდიდან ფინანსდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი