მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო თანდილაშვილი: შეიქმნა ეროვნული მობილური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ავტომატურ რეჟიმში მოხდება გაფრთხილებების გაცემა და ყველა მოქალაქეს შეეძლება რომ ისარგებლოს ამ საჯარო სერვისით. პლატფორმის საჯარო წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება
ნინო თანდილაშვილი: შეიქმნა ეროვნული მობილური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ავტომატურ რეჟიმში მოხდება გაფრთხილებების გაცემა და ყველა მოქალაქეს შეეძლება რომ ისარგებლოს ამ საჯარო სერვისით. პლატფორმის საჯარო წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება

იმედი|imedinews.ge

საქართველო მასპინძლობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მნიშვნელოვან ღონისძიებას, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის პასუხისმგებელი ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებაზე და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ორგანიზაციამ ძალიან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ის აქტივობები, რასაც ჩვენ ადრეული გაფრთხილების სისტემებს განვითარების კუთხით ვაკეთებთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მასშტაბით 278 მეტეო სადგურია აღჭურვილი თანამედროვე რადარებით და თანამედროვე ეფექტიანი სისტემით ამინდის პროგნოზირებისთვის. შეიქმნა ეროვნული მობილური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ავტომატურ რეჟიმში მოხდება გაფრთხილებების გაცემა და ყველა მოქალაქეს შეეძლება რომ ისარგებლოს ამ საჯარო სერვისით. პლატფორმის საჯარო წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.

„მომდევნო წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება დაახლოებით 300 სადგური ქვეყნის მასშტაბით და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად ჩვენ გვექნება ყველა იმ წერტილში მონიტორინგის სადგურები დაყენებული, საიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ვიღებდეთ ინფორმაციას სტიქიური პროცესების შესახებ.

ჩვენი ეროვნული მობილური პლატფორმა გაფრთხილებებს გააგზავნის ძალიან ხშირი ინტენსივობით და მათი განახლება მოხდება ძალიან ხშირად. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ამინდის პროგნოზი და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ინფორმაცია და გაფრთხილებები იყოს მაქსიმალურად ზუსტი და მაქსიმალურად ლოკალიზებული“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ სახელმწიფო მუშაობს ეროვნული ადაპტაციის გეგმაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ეროვნულ დონეზე განისაზღვრება ის პოლიტიკა და ის ძირითადი ხედვა და მიმართულებები, რამაც მაქსიმალურად უნდა დააზღვიოს მოსახლეობა ასეთი ზარალისგან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • 28 აგვისტო საბაჟოები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, გეზ-ები კი არა - შემოსავლების სამსახურიBM.GE
  • გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათფორმულა
  • აშშ სანქციებს უწესებს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს და გემს, რომლებიც ირანის რეჟიმს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების უკანონო მოპოვებაში, კიბეროპერაციების განხორციელებასა და ნავთობიდან შემოსავლების მიღებაში ეხმარებიან - სკოტ ბესენტირუსთავი 2
  • ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ "ირაკლი აუცილებელი მოგერიების" რეჟიმში მოქმედებსტვ პირველი
რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

იმედი

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

იმედი

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

იმედი