
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოსა და მოკავშირეებს, მოახდინონ ზეწოლა დონალდ ტრამპზე, რათა უკრაინის მხარდაჭერა გაძლიერდეს.
ყოფილი პრემიერის თქმით, ვაშინგტონს უნდა სთხოვონ, უკრაინას Patriot-ის სისტემების საჰაერო რაკეტების ადგილზე წარმოების უფლება მისცეს.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანას რუსული სარაკეტო იერიშებისგან თავის უკეთ დაცვის საშუალებას მისცემს.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, ომი, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრით დაიწყო, „გადამწყვეტ ფაზაში შედის“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი უკრაინას რაკეტების წარმოების ტექნოლოგიისა და ნახაზების გადაცემას პირდებოდა, თუმცა „ეს დაპირება დღემდე არ შეუსრულებია“.
პარასკევს, ედინბურგის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას ლეიბორისტების ყოფილმა ლიდერმა აღნიშნა: „უკრაინის ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია“.
„პუტინმა გააცნობიერა, რომ შეუძლია იერიში მიიტანოს დასახლებულ პუნქტებსა და ინფრასტრუქტურაზე, გათიშოს დენი და ენერგომომარაგება უკრაინაში იმ ბომბებითა და რაკეტებით, რომელთა მოგერიებაც შეუძლებელია, რადგან ამერიკული მხარე კიევს საჭირო საჰაერო თავდაცვის საშუალებებს არ აწვდის“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge