მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი ევროკავშირის გაფართოებაზე: ის, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს ახლად მიღებულ წევრს, ეს ნიშნავს, რომ უპირობოდ უნდა გაყვეს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არსებული და პრიორიტეტული წევრი სახელმწიფოები მიიღებენ
ნინო წილოსანი ევროკავშირის გაფართოებაზე: ის, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს ახლად მიღებულ წევრს, ეს ნიშნავს, რომ უპირობოდ უნდა გაყვეს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არსებული და პრიორიტეტული წევრი სახელმწიფოები მიიღებენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაფართოების პერსპექტივა რეალურად არ მიაჩნიათ.

„ეს დისკუსიები გაფართოების შესახებ არ არის, რადგან ევროკავშირის გაფართოებას არავინ გეგმავს. თავად მარტა კოსმა თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაფართოების შესახებ ფიქრი დაიწყო მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და ჩათვალეს, რომ გაფართოებაზე საუბრები იქნებოდა უკრაინელებისთვის გამამხნევებელი და წამახალისებელი. ბევრი საუბრობს ამ თემაზე, უფრო მეტად ფაქტს ასაჯაროებენ.

დღემდე ყველა ეტაპზე ვხედავთ მოცემულობას, რომ გაფართოებაზე საუბარი მათი მხრიდან რეალური არასდროს ყოფილა. საუბარიც რომ იყოს ევროკავშირის გაფართოებაზე, ვხედავთ რამდენად შეურაცხმყოფელი პირობებით შეიძლება იყოს ეს.

სრულებით არარაციონალურია, გახდე ევროკავშირის წევრი და გქონდეს ყველანაირი ვალდებულება, მაგრამ გქონდეს არანაირი უფლება. ზუსტად არანაირ უფლებას უკავშირდება ის, რომ ვეტოს უფლება შეიძლება ჩამოერთვას ახალ წევრ სახელმწიფოებს და ის, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს ახლად მიღებულ წევრს, ეს ნიშნავს, რომ უპირობოდ უნდა გაყვეს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არსებული და პრიორიტეტული წევრი სახელმწიფოები მიიღებენ“, - აღნიშნა ნინი წილოსანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი