მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა
პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა მინისტერიალზე, რომელიც ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მისი პრევენციის საკითხებს ეხება. პაატა სალიამ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ეფექტიანობა გავლენას ახდენს სამართლის უზენაესობაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას დანაშაულის ადრეული გამოვლენისათვის. მისი თქმით, ფინანსური დანაშაული სულ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს და იყენებს ვირტუალურ აქტივებსა და სხვა ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს; ამ გამოწვევაზე რეაგირების საუკეთესო მექანიზმი კი, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • AfD-ის ისტორიული გამარჯვება საქსონია-ანჰალტის ტერიტორიაზე და ე.წ. გავლენიანი ოლიგარქიული ოჯახების ბრძოლა - ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებსრუსთავი 2
  • კორუფციასთან ბრძოლა თუ შიდა პარტიული ანგარიშსწორება? - რატომ ხვდებიან „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეშიტვ პირველი
  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
  • ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს - ადვოკატიBM.GE
ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი