მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაციას აქვს კონკრეტული წინაპირობები, რომელსაც საქართველო აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად ის, რომ საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება
პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაციას აქვს კონკრეტული წინაპირობები, რომელსაც საქართველო აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად ის, რომ საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება

იმედი|imedinews.ge

ვიზალიბერალიზაციას ჰქონდა და აქვს კონკრეტული წინაპირობები, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად ის, რომ საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა კითხვას: ბრიუსელში „ქართულ ოცნებასა“ და ევროკომისიას შორის შედგება დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან წარმომადგენელი და მზად ხართ თუ არა იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა?

„ქართული ოცნება“, როგორც პარტია იქ წარმოდგენილი არ იქნება. დელეგაცია დააკომპლექტა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შედიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. ეს არის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა. ეს არ არის პოლიტიკური განხილვები და თქვენი ტელევიზიისთვისაც კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: ვიზალიბერალიზაციას ჰქონდა და აქვს კონკრეტული წინაპირობები, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად ის, რომ საქართველომ რა კანონები მიიღოს და რა არა და ვერავინ ხსნის ეს რა კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან; რომ მაგალითად, საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება საქართველოში. ჩვენ გვთხოვენ, რომ იმ მარწყვისთვის, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, შევიზღუდოთ სუვერენიტეტი და დავუშვათ, რომ აქ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. როდესაც გეუბნებიან, რომ შენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ მოსთხოვო ბრიუსელს გაასაჯაროოს დაფინანსებები, იმისთვის, რომ გქონდეს ვიზალიბერალიზაცია, ეს არის სწორედ მარწყვის სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი