
პატრიარქი შიო მესამე: ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით
საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით აირჩიეს.
მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის გააკეთეს.
„მოგმართავთ ახლად გამორჩეულ კანდიდატს - თანახმა ბრძანდებით დაიდგათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტის საპატიო უღელი ღვთის სადიდებლად, ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ?“, - მიმართა მეუფე ანანიამ მეუფე შიოს.
„ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით!“, - აღნიშნა არჩეულმა პატრიარქმა, რის შემდეგაც მეუფე ანანიამ ახლად არჩეული პატრიარქის საეკლესიო ტიტული წარმოთქვა:
„საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე! აქსიოს!“.
იმედი
წყარო: imedinews.ge