მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

იმედი|imedinews.ge

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ბანკის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ეველინ ლამი.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებზე.

ფინანსთა მინისტრმა ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობებისთვის და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საკვანძო როლი აქვთ, როგორც საქართველოს, ისე რეგიონის განვითარებაში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეკონომიკური და ფისკალური მართვის მდგრადობას და საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.

როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გზით.

წელს, აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას უზბეკეთის რესპუბლიკა, ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი