
პიტ ჰეგსეტი: რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ და კუბელების დაცვამ მადურო ვერ დაიცვა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კუბელებისგან შემდგარ დაცვას უნდა დაეცვა, ხოლო ქვეყნის დედაქალაქი კარაკასი - რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, თუმცა ამერიკელმა სამხედროებმა მაინც ჩაატარეს ოპერაცია და მიმდინარე წლის იანვარში ის დააკავეს და ამერიკაში გადაიყვანეს.
როგორც ჰეგსეტმა დასძინა, ვერც რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ იმუშავა და ვერც კუბელმა მცველებმა დაიცვეს მადურო.
„რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას კარაკასი უნდა დაეცვა. თუმცა, მან არ იმუშავა. კუბელებისგან შემდგარ დაცვას უნდა დაეცვა მადურო, თუმცა ამის გაკეთება მათ ვერ შეძლეს. ხოლო ახლა ვხედავთ, რომ კუბელები და რუსები ვენესუელიდან გადიან“, - განაცხადა ჰეგსეტმა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge