მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან (ECHR) გამოსვლა ბრიტანეთს რუსეთის გზაზე დააყენებს
POLITICO: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან (ECHR) გამოსვლა ბრიტანეთს რუსეთის გზაზე დააყენებს

POLITICO: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან (ECHR) გამოსვლა ბრიტანეთს რუსეთის გზაზე დააყენებს

იმედი|imedinews.ge

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროპული კონვენციის დატოვება ქვეყანას რუსეთისა და ბელარუსის ავტოკრატიული რეჟიმების რიგებში ჩააყენებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ლონდონში ვიზიტისას, POLITICO-თან საუბრისას, ბერსემ განაცხადა, რომ ბრიტანეთი შედეგებს მოიმკის, თუ ის დატოვებს ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონულ ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც თავად 1950 წელს სხვა ქვეყნებთან ერთად დააარსა.

როგორც POLITICO აღნიშნავს, ქვეყნის ორი წამყვანი მემარჯვენე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება - „კონსერვატორები“ (Tories) და „რეფორმის“ პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ECHR-დან გასვლას გეგმავს. ისინი ამ ნაბიჯის აუცილებლობას მიგრაციის მართვისას შექმნილი სირთულეებით ამართლებენ.

ევროპის საბჭოს გენმდივნის განცხადებით, საბოლოო ჯამში დიდი ბრიტანეთის გადასაწყვეტია, დატოვებს, თუ არა შეთანხმებას.

„კონვენციიდან გამოსვლა აბსოლუტურად შესაძლებელია. ეს თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ, რას ნიშნავს ეს? ეს შექმნის ევროპული ქვეყნების ახალ ჯგუფს, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრები არ იქნებიან და კონვენციის მოთხოვნებს არ შეასრულებენ: რუსეთი, ბელარუსი და დიდი ბრიტანეთი. ასეთი შედეგები იქნება“, - თქვა ბერსემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანესBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ