მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ევროკავშირი მიგრანტების ცენტრების შექმნას რუანდასა და უზბეკეთში განიხილავს
POLITICO: ევროკავშირი მიგრანტების ცენტრების შექმნას რუანდასა და უზბეკეთში განიხილავს

POLITICO: ევროკავშირი მიგრანტების ცენტრების შექმნას რუანდასა და უზბეკეთში განიხილავს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკანონო მიგრანტების რუანდასა და უზბეკეთში გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას POLITICO სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინიციატივა ევროკავშირის მიგრანტების დაბრუნების სისტემის ნაწილის ბლოკის საზღვრებს გარეთ გადატანას ითვალისწინებს.

აღნიშნული გეგმის განხილვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ევროკავშირმა დაამტკიცა კანონი, რომელიც წევრ სახელმწიფოებს უფლებას აძლევს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ შექმნან ცენტრები იმ მიგრანტებისთვის, რომლებსაც ბლოკში დარჩენის უფლება არ მიენიჭათ.

ე.წ. „დაბრუნების ჰაბების“ ფუნქციონირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მასპინძელი ქვეყნები ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს დაიცავენ, წერს გამოცემა.

POLITICO-მ მოიპოვა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ნახევარზე მეტმა მიმდინარე თვეში სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა, რათა აღნიშნული ცენტრების შექმნის პროცესი დაჩქარდეს.

ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მიგრანტების ცენტრების შექმნის ინიციატივას მხარს უჭერენ დანია, ავსტრია, საბერძნეთი, გერმანია და ნიდერლანდები. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა კანონის დამტკიცებამდე განაცხადა, რომ მიზანია პირველი შეთანხმებები 2026 წელს გაფორმდეს, რათა ახალი სტრუქტურები 2027 წლიდან ამოქმედდეს.

დიპლომატების ინფორმაციით, საბოლოოდ რომელი ქვეყნები უმასპინძლებენ აღნიშნულ ცენტრებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის და საკითხზე პოლიტიკური და დიპლომატიური განხილვები კვლავ მიმდინარეობს.

როგორც POLITICO იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ განხილვაში რუანდა და უზბეკეთი ფიგურირებენ და ეს ევროკავშირის დონეზეც დადასტურდა, საბოლოო შეთანხმებების გაფორმება თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლობა იქნება. გარდა ამისა, „დაბრუნების ჰაბების“ ამოქმედებამდე ევროკომისია და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებიც უნდა იყვნენ ინფორმირებულნი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი