მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია
POLITICO: ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია

POLITICO: ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია

იმედი|imedinews.ge

ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია, - წერს გამოცემა POLITICO.

„პროცესი თითქოს გაიჭედა და ახალი იმპულსია საჭირო“, - განაცხადა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც POLITICO-ს სტატიისთვის გამოკითხული სხვა პირების მსგავსად ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

„თუმცა, ბოლო 24-მა საათმა დაადასტურა, რომ ეს სულ უფრო მეტად ემსგავსება ფუჭ იმედებს - რომ ტრამპი, ამ მომენტში, უფრო მეტად დაინტერესებულია ევროპული სახელმწიფოების გაკრიტიკებითა და, შესაძლოა, დასჯითაც კი, ვიდრე მათთან ერთობლივი მუშაობით“, - ნათქვამია სტატიაში.

ოთხშაბათს ტრამპმა სოციალურ ქსელში გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი, შოკში ჩააგდო პენტაგონი ევროპის სამ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების მუქარით და ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმირ პუტინთან, რომლის დროსაც ისინი მოკლევადიან ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინასთან კონსულტაციის გარეშე შეთანხმდნენ.

„მაშინ, როცა პრეზიდენტი და მისი გუნდი მუშაობენ შეთანხმებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ირანმა ვერასდროს შეძლოს ბირთვული იარაღის ფლობა, ისინი ასევე განაგრძობენ წინსვლას რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ოლივია უელსმა. „პრეზიდენტი კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ საბოლოოდ შედგება სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, რათა დასრულდეს ეს მკვლელობები“.

თუმცა, თეთრ სახლში უკრაინის საკითხზე ხმა აშკარად ჩაახშეს. პუტინთან ტრამპის სატელეფონო საუბრამდე, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ვერც კი იხსენებდა, ბოლოს როდის მოისმინა ვინმესგან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე საუბარი.

„ირანი ნამდვილად იქცა მთავარ ფოკუსად“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა, რომელსაც ანონიმურობის უფლება მიეცა იმ თემების განსახილველად, რომლებზეც საჯაროდ საუბრის უფლებამოსილება არ ჰქონდა.

„ევროპელებისთვის ტრამპის ყურადღების მოდუნებამ და მისმა პირდაპირმა მწვავე თავდასხმებმა სრულიად ნათელი გახადა ვაშინგტონისგან მეტი ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მოპოვების სასიცოცხლო აუცილებლობა. ამავდროულად, ირანში მიმდინარე ომმა უკრაინას საკუთარი ძალების რწმენა შემატა - ქვეყნის მზარდი სამხედრო პოტენციალი სრულიად აშკარა გახდა როგორც ევროპელი, ისე სხვა მოკავშირეებისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.

„ყველაფერი ერთმანეთს ემატება“, - განაცხადა მეორე ევროპელმა მაღალჩინოსანმა. „ირანის ომის გავლენა და ჰორმუზის სრუტის ამჟამინდელი ბლოკადა მასშტაბური და ნეგატიურია უკრაინისა და ევროპისთვის. თუკი რამემ იმოქმედა, ამან მხოლოდ განამტკიცა ევროპის გადაწყვეტილება - იდგეს უკრაინის გვერდით“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი