მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ლიეტუვა ბირთვული იარაღის განთავსებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას გეგმავს
POLITICO: ლიეტუვა ბირთვული იარაღის განთავსებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას გეგმავს

POLITICO: ლიეტუვა ბირთვული იარაღის განთავსებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას გეგმავს

იმედი|imedinews.ge

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის პრაქტიკულად ერთსულოვანი მხარდაჭერა არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერის გაუქმების მიმართ, რომელიც ლიეტუვაში ბირთვულ იარაღსა და უცხოურ სამხედრო ბაზებს კრძალავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

როგორც ნაუსედამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია კონსტიტუციის 137-ე მუხლზე, რომელიც, მისი შეფასებით, უკვე მოძველებულია და არა მხოლოდ ცვლილებას, არამედ სრულ გაუქმებას საჭიროებს.

პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ კანონმდებლები უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას დაიწყებენ.

ვილნიუსი, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ მყარ მოკავშირედ ითვლება, ბოლო პერიოდში განიხილავდა აშშ-ის ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებასაც, როგორც რუსეთის შეკავების დამატებით მექანიზმს.

ნაუსედას განცხადებით, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ლიეტუვა არ უნდა დარჩეს ალიანსში ე.წ. „რუხ ზონაში“, სადაც ბირთვული იარაღის აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაშია. მისივე თქმით, ფინეთმა მსგავსი აკრძალვა გასულ თვეს გააუქმა.

ლიეტუვის პარლამენტის სპიკერის იოზას ოლეკასის თქმით, ქვეყნისთვის ბირთვული შეკავება უსაფრთხოების მთავარი საფუძველია.

„დღეს, 35 წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. როგორც ნატოს წევრებს, გვაქვს უფლება, ვალდებულება და სურვილი ვიყოთ ალიანსის სრულფასოვანი წევრები. შეკავების მთავარი საშუალება ბირთვული შეკავებაა“, – განაცხადა ოლეკასმა.

მანამდე გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში ბირთვული იარაღის განთავსების საკითხს განიხილავდა. ამჟამად ამერიკული ბირთვული იარაღი განთავსებულია გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, იტალიაში, თურქეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • “ქარსელაძეების მარანი” ველისციხეში ტურისტული სივრცის განვითარებას გეგმავს - როგორია მოთხოვნა?BM.GE
  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
გეგმავს →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა