მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: რუსეთის ხელისუფლება საწვავის კრიზისის ფონზე მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს
POLITICO: რუსეთის ხელისუფლება საწვავის კრიზისის ფონზე მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს

POLITICO: რუსეთის ხელისუფლება საწვავის კრიზისის ფონზე მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს

იმედი|imedinews.ge

რუსეთში საწვავის კრიზისის გაღრმავების ფონზე ციმბირის რეგიონების ხელისუფლება მოსახლეობასა და ბიზნესს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისა და ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ტომსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილის ოლგა კრილოვას განცხადებით, საჯარო უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივი მივლინებების უფრო შერჩევითად დაგეგმვა და ონლაინ შეხვედრების უფრო აქტიურად გამოყენება დაევალათ.

ამასთან, ნოვოსიბირსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილემ კონსტანტინე ხალზოვმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც ყველა საწარმოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების გარდა, ეძლევა რეკომენდაცია თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

დოკუმენტი მოსახლეობას ასევე მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად ნაკლებად გამოიყენონ პირადი ავტომობილები.

„ნოვოსიბირსკის ოლქის მცხოვრებლებს ვურჩევთ, შეზღუდონ კერძო ავტომობილებით გადაადგილება. თუ მგზავრობა აუცილებელია, წინასწარ დარწმუნდნენ, რომ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად საკმარისი საწვავი აქვთ“, - ნათქვამია განკარგულებაში.

როგორც POLITICO აღნიშნავს, ტომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქები ესაზღვრება ომსკის რეგიონს, სადაც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. საწარმო 6 ივლისს უკრაინული დრონების შეტევის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, საწვავის კრიზისი უკვე რუსეთის თითქმის მთელ ტერიტორიას მოედო. ქვეყნის 89 რეგიონიდან ენერგომოხმარების შეზღუდვები ჯერჯერობით მხოლოდ ერთ რეგიონში არ მოქმედებს. ზოგიერთ რეგიონში კი ბენზინის გაყიდვა ლუწი და კენტი რიცხვების პრინციპით მიმდინარეობს, რათა საწვავის დეფიციტი ნაწილობრივ მაინც შემცირდეს.

სხვადასხვა რეგიონის მონაცემებით, მძღოლებს საწვავის შესავსებად რიგში დგომა ზოგჯერ 12 საათამდეც უწევთ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღოBM.GE
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →სახლში →

მსგავსი სტატიები

აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა - ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება

ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება

იმედი

Bloomberg: ბრიტანეთის პრემიერი მომავალ თვეს ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს

Bloomberg: ბრიტანეთის პრემიერი მომავალ თვეს ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს

იმედი

ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა

ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა

იმედი