
POLITICO: საფრანგეთის ხელისუფლება მასშტაბურ კრიზისებზე რეაგირების წვრთნას ჩაატარებს
იმედი|imedinews.ge
POLITICO-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება მასშტაბურ კრიზისებზე რეაგირების წვრთნას ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის შესაძლო სრულ გათიშვასა და მისგან გამოწვეულ საფრთხეზე რეაგირებას გამოცდიან.
მედიის ინფორმაციით, სწავლების მთავარი მიზანია შემოწმდეს, რამდენად მზად არიან სახელმწიფო უწყებები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და საგანგებო სამსახურები ენერგეტიკული კოლაფსის პირობებში ფუნქციონირებისთვის.
POLITICO-ს ინფორმაციით, პარიზში შიშობენ, რომ გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, ჰიბრიდულმა საფრთხემ თუ ექსტრემალურმა კლიმატურმა პირობებმა შესაძლოა მომავალ წელს ქვეყნის ენერგოსისტემას მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნას.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge