მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ტრამპის განცხადებამ გერმანიაში ჯარების შემცირების შესახებ პენტაგონი შოკში ჩააგდო
POLITICO: ტრამპის განცხადებამ გერმანიაში ჯარების შემცირების შესახებ პენტაგონი შოკში ჩააგდო

POLITICO: ტრამპის განცხადებამ გერმანიაში ჯარების შემცირების შესახებ პენტაგონი შოკში ჩააგდო

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის გერმანიაში განლაგებული ამერიკული ჯარის ნაწილის გამოყვანას განიხილავს, თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები გააოცა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ახლა ცდილობენ გაიგონ, ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი და მუქარის სისრულეში მოყვანას მართლა აპირებს, თუ არა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამი წარმომადგენლის განცხადებით, მათ ტრამპის პოსტი სოციალურ ქსელში აღიქვეს ისე, რომ ამერიკა გერმანიიდან ასობით ან ათასობით ჯარისკაცის გაყვანას აპირებს. თეთრი სახლის ლიდერის აღნიშნული განცხადება მკვეთრად ეწინააღმდეგება პენტაგონის მიერ რამდენიმე თვის წინ მომზადებულ ხედვას, რომელიც აშშ-ის გლობალური პოზიციის გაძლიერებას გულისხმობს და სადაც გერმანიიდან ჯარების გაყვანის შესახებ არაფერია ნათქვამი, წერს POLITICO.

„პენტაგონი არ ელოდა და არ აპირებდა ჯარის რაოდენობის შემცირებას“, - განაცხადა ერთ-ერთი კონგრესმენის თანაშემწემ. „თუმცა, ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, იმიტომ, რომ ის ამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც სერიოზულად უყურებდა“.

სააგენტოს ცნობით, საუბარია ტრამპის 2020 წლის ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზე ის გერმანიიდან 12 ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანას აპირებდა, თუმცა გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი