მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლიციამ ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
პოლიციამ ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

პოლიციამ ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

იმედი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

იმედი

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

იმედი