მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონეთი ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის წესების გამკაცრებას ითხოვს
პოლონეთი ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის წესების გამკაცრებას ითხოვს

პოლონეთი ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის წესების გამკაცრებას ითხოვს

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროპაში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ჰიბრიდული თავდასხმების ბოლო ტალღა ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატებისა და მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვების გამკაცრებას მოითხოვს.

„ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ცდილობს ევროკავშირი შიგნიდან დაშალოს და მას არ უნდა მიეცეს თავისუფალი გადაადგილების პრივილეგიებით სარგებლობის უფლება“, - განაცხადა მან გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად, გერმანიის ქალაქ ვაიმარში გამართული ერთობლივი შეხვედრის შემდეგ.

სიკორსკის განცხადებას წინ უძღოდა გერმანიის მთავრობის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადება, რომელმაც ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონების შეჭრაში ბრალი რუსეთს დააკისრა და საპასუხო დიპლომატიური ზომების პაკეტი გამოაცხადა.

სიკორსკის ინიციატივა რამდენიმე ძირითად შეზღუდვას ითვალისწინებს: რუსი დიპლომატების გადაადგილების არეალის შეზღუდვას მხოლოდ აკრედიტაციის ქვეყნებით, შენგენის ვიზების გაცემის შემცირებას, ევროკავშირში შესვლისას ბიომეტრიული საშვების სავალდებულო წესით დანერგვასა და ბლოკში რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობების შემადგენლობის შემცირებას.

„ევროკავშირის მასშტაბით ჯერ კიდევ მეტისმეტად ბევრი რუსი დიპლომატი იმყოფება. ჩვენი შეფასებით, მათი რაოდენობა 2000-ს აჭარბებს და სულ მცირე 40 პროცენტი ისეთ საქმიანობას ეწევა, რაც შეუსაბამოა მათ დიპლომატიურ სტატუსთან. ისინი მუშაობენ უწყებებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში ტერორისტულ საქმიანობასაც ახორციელებენ“, - განაცხადა მან. - „ამიტომ, გერმანიასთან სოლიდარობის ნიშნად, ჩვენი მოსახლეობის დასაცავად ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა უნდა გავატაროთ“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმაფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთისთვის სავაჭრო ლიბერალიზაციის დროებით ზომებს მხარი დაუჭირაBM.GE
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები

ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო, პროკურატურაში გამოიკითხა

ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო, პროკურატურაში გამოიკითხა

იმედი

გია ხუხაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა: ძირითადად საუბარი იყო ჯორბენაძეზე. მე, რაც საჯარო სივრცეში ვთქვი იგივე ვუპასუხე, რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს, არც გარემოებების შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. მე კომენტარი გავაკეთე არა ჯორბენაძეზე, არამედ ღარიბაშვილის წერილზე

გაერო: ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის

გაერო: ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის

იმედი