მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში უკრაინის რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს ესკალაციური ნაბიჯი უწოდეს
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში უკრაინის რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს ესკალაციური ნაბიჯი უწოდეს

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში უკრაინის რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს ესკალაციური ნაბიჯი უწოდეს

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის ადმინისტრაცია უკრაინის უმაღლესი რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ესკალაციური ნაბიჯი.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეროვნული პანთეონის შესახებ კანონპროექტის წარდგენა გამოაცხადა. ეს უკრაინის ხელისუფლების კიდევ ერთი ესკალაციური ნაბიჯია, მაისის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიენიჭა.

ეს ქმედებები აჩვენებს, რომ პრეზიდენტი ნავროცკი მართალი იყო, როდესაც ასეთ მტკიცე პოზიციას იკავებდა, კერძოდ, როდესაც განაცხადა, რომ „თეთრი არწივის“ ორდენს [ზელენსკის] ჩამოართმევდა და საბოლოოდ პოლონეთმა ეს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოც დაიბრუნა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ კანონი მიიღო. პანთეონში იქნება აგრეთვე სახელმწიფო მემორიალური კომპლექსი, სადაც დაკრძალავენ გამოჩენილ უკრაინელ მოღვაწეებს, პრეზიდენტებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების ჩათვლით. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალ მემორიალში, შესაძლოა, გადაასვენონ სიმონ პეტლიურას და სტეპან ბანდერას ნეშტებიც. აღსანიშნავია, რომ ბანდერას ფიგურას პოლონეთში ნეგატიურად აფასებენ. პოლონელები ამტკიცებენ, რომ ბანდერა ვოლინის ტრაგედიასთან არის კავშირში, შესაბამისად, მისი განდიდება მიუღებელია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა