
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა ბანდერასთან ერთად ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება
იმედი|imedinews.ge
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირის გზაზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, თუ ქვეყანა „უკრაინის მეამბოხე არმიისა“ და სხვა ნაციონალისტების განდიდებაზე უარს არ იტყვის.
როგორც კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, ევროკავშირში არ შეიძლება მათი განდიდება, ვინც „ევროპულ თანამშრომლობას ძირს უთხრის“.
„ბანდერასთან ერთად უკრაინა ევროკავშირში არ გაწევრიანდება. ვერავინ მიგვითითებს, როგორ დავუჭიროთ ამა თუ იმ ქვეყანას მხარი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, კოსინიაკ-კამიში არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში არსებობდნენ ძალები, რომლებსაც ევროკავშირში კიევის გაწევრიანება არ სურთ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge