მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფოთის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით მოასპარეზე ფოთელ სპორტსმენებს: ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ ახალ გამარჯვებებს
ფოთის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით მოასპარეზე ფოთელ სპორტსმენებს: ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ ახალ გამარჯვებებს

ფოთის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით მოასპარეზე ფოთელ სპორტსმენებს: ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ ახალ გამარჯვებებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით მოასპარეზე ფოთელ სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცეს ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ.

ფესტივალზე ფოთელმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს: ანდრია მატარაძე- კრივი (57 კგ), ვიქტორია კილასონია - 200 მ ბატერფლაი და 400 მ თავისუფალი ყაიდა, ლიზა კარდანიუკი - ამანათრბენი (100 მ) და შერეული ესტაფეტა 6x60 მ და აჩიკო ჯანაშია - ამანათრბენი.

„ვულოცავ ფოთელ სპორტსმენებს საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეულ წარმატებებს. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მომავალი ჩემპიონების მოტივაციის გაზრდა იყო. დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება ჩვენს ახალგაზრდებს არა მხოლოდ სპორტში, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

მსგავსი შეჯიბრებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების განვითარებაში, ხოლო მათი თითოეული წარმატება ჩვენი ქალაქის წარმატებაცაა.

ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ ახალ გამარჯვებებს" - განაცხადა შეხვედრაზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით გამართული ეს უპრეცედენტო მულტისპორტული ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის ახალგაზრდებისთვის, რათა კონკურენტულ გარემოში წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, მიიღონ სპორტული გამოცდილება და განავითარონ საკუთარი პოტენციალი.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მერია

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • გარემოვაჭრის მტკიებით, მერიის თანამშრომელმა ქუჩის ქალი ეძახატვ პირველი
  • მერიაში აცხადებენ, რომ ტრამვაის ტენდერზე YDA Insaat-ის საჩივარს განიხილავენBM.GE
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო: "სითი მოლის" მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდარუსთავი 2
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
მერია →

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი