მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე: ძალიან კარგია, რომ მათ აღიარეს დანაშაული, გამოხატეს სინანული, ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვისაც და პირადად მათთვისაც, არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში
პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე: ძალიან კარგია, რომ მათ აღიარეს დანაშაული, გამოხატეს სინანული, ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვისაც და პირადად მათთვისაც, არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში

იმედი|imedinews.ge

თუ იქნება სინანული, აღიარება, რაც ვიხილეთ კონკრეტულ შემთხვევებში 4 ოქტომბრის საქმეზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ეს განცხადება - თუ იქნება სინანული, აღიარება, რაც ვიხილეთ კონკრეტულ შემთხვევებში 4 ოქტომბრის საქმეზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება. არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში. მათ მიმართაც რეაგირება გვექნება შესაბამისი, თუ იქნება სინანული, აღიარება, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის, იმისათვის, რომ ასეთ რამ აღარ განმეორდეს. სახელმწიფომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ზომები, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას, დასტაბილურებას, მათ შორის, ეს იყო ის, რომ სამართალი სათანადოდ აღსრულდა რევოლუციის შემთხვევებთან დაკავშირებით. 30-ზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული 4 ოქტომბრამდე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის. ასევე, 4 ოქტომბერზე სათანადო რეაგირებაც მნიშვნელოვანი იყო პრევენციისთვის. ბუნებრივია, სახელმწიფო უნდა დადგეს თავის ადგილზე. რა თქმა უნდა, ჰუმანურობაც არის ის, რაც სახელმწიფომ, ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს სათანადო პირობების არსებობისას. ესეც არის ჩვენი ჰუმანური მიდგომის გამოხატულება. კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ეს პირობა - თუ ვინმე გამოხატავს სინანულს, თუ ვინმე აღიარებს საკუთარ დანაშაულს, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება. მოვიქცევით ისე, როგორც მოვიქეცით ამ კონკრეტული პატიმრების შემთხვევაში. ძალიან კარგია, რომ მათ აღიარეს დანაშაული, გამოხატეს სინანული. ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვისაც და პირადად მათთვისაც“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ