მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არარსებული ადამიანები საუბრობენ, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის, ჩვენი კარი არის ღია ნებისმიერი ტურისტისთვის და ვინც უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიაკითხავს სამართალი, დღეს სახელმწიფო ძლიერია, როგორც არასდროს
პრემიერი: აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არარსებული ადამიანები საუბრობენ, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის, ჩვენი კარი არის ღია ნებისმიერი ტურისტისთვის და ვინც უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიაკითხავს სამართალი, დღეს სახელმწიფო ძლიერია, როგორც არასდროს

იმედი|imedinews.ge

აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არ არსებული ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ ასეთი სახელით, გვარით, პროფესიით, საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში არის უარყოფითი გარემო შექმნილი რუსი ტურისტებისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის ერთადერთი მიზანია, საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ესეც, თავისთავად, ძალიან საინტერესოა. აქაც არის პირდაპირი საბოტაჟი, მათ შორის სოციალური მედია გამოიყენება ძალიან აქტიურად ამისათვის. ერთ-ერთი ქვეყნის პლატფორმიდან ხდება, მათ შორის ამ კოორდინაციის უზრუნველყოფა და ამას ხვდება აქ ადგილობრივი აგენტურა, რომელიც ამაგრებს ამ კამპანიას. აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არარსებული ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ ასეთი სახელით, გვარით, პროფესიით, საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში არის უარყოფითი გარემო შექმნილი რუსი ტურისტებისთვის. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის, ნებისმიერი ტურისტისთვის. ეს არის ის, რაც ძალიან ღიად უნდა ითქვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ტურისტისთვის იყოს შექმნილი სათანადო გარემო. ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს გამოძიებამ.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ყველას მიაკითხავს სამართალი. ეს უნდა იცოდეს ყველამ ძალიან კარგად. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის დაწყება, გამოძიების დაწყება და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავს სამართალი და ეს აუცილებლად ასე იქნება, იმიტომ რომ დღეს არის სახელმწიფო ძლიერი როგორც არასდროს. შესაბამისად ჩვენ დავუპირისპირდებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დაპირისპირების ყველა მცდელობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 161 სტატია.

  • თუ კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთა, პასუხისმგებლობაც დადგება | პრემიერი ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზეBM.GE
  • არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგაფორმულა
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
  • ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნებატვ პირველი
პრემიერი →

მსგავსი სტატიები

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ

ბიძინა გიორგობიანი: მერციც და მაკრონიც არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში

ბიძინა გიორგობიანი: მერციც და მაკრონიც არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში

იმედი