მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებსა და მკაფიო სტრატეგიულ მიზნებს განსაზღვრავს
პრემიერი: ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებსა და მკაფიო სტრატეგიულ მიზნებს განსაზღვრავს

იმედი|imedinews.ge

ათწლეულების განმავლობაში, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში.

„როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა სჭირდებოდა, საქართველო, როგორც ერთგული პარტნიორი, მტკიცე მხარდაჭერით პასუხობდა. ბოლო პერიოდის მოვლენები ცხადყოფს, რომ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც რეგიონულ, ისე - გლობალურ კონტექსტში სულ უფრო იზრდება. ამას განაპირობებს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური მნიშვნელობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორების ერთობლიობა. სამხრეთ კავკასიის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობის ფონზე, საქართველოს როლი კრიტიკულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, საქართველოს სჯერა, რომ პარტნიორობის გაძლიერება და ფორმალიზება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება.

„მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებსა და მკაფიო სტრატეგიულ მიზნებს განსაზღვრავს. საქართველო გთავაზობთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და თანამშრომლობის მკაფიო ჩარჩოს დაეფუძნება. ჩვენ მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები, შევიმუშაოთ აღსრულების პრაქტიკული მექანიზმები და უზრუნველვყოთ ორივე ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის დინამიკა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ოპტიმიზმს, ღრმად კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის მიმართ.

პარტნიორობის ამ სულისკვეთებით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. დაე, ჩვენი ერების მეგობრობა წარმატებით გაგრძელდეს და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდაფორმულა
  • ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას | პრემიერიBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდარუსთავი 2
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა