მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ჩვენ ჩვენი ჰუმანური ხელწერით უნდა დავუპირისპირდეთ ხელისუფლების გადატრიალების ნებისმიერ მცდელობას. იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ამ ხელწერას და ჩვენი მიზანია, სამართალდარღვევები არ დავტოვოთ დაუსჯელი
პრემიერი: ჩვენ ჩვენი ჰუმანური ხელწერით უნდა დავუპირისპირდეთ ხელისუფლების გადატრიალების ნებისმიერ მცდელობას. იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ამ ხელწერას და ჩვენი მიზანია, სამართალდარღვევები არ დავტოვოთ დაუსჯელი

იმედი|imedinews.ge

იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ჩვენს ხელწერას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს, ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ სამართალდარღვევები დაუსჯელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს ხელისუფლების გადატრიალების, ძალადობრივი, თუ ნებისმიერი სხვა, ხელისუფლება სუფთა, ჰუმანური ხელწერით უნდა დაუპირისპირდეს.

კითხვაზე, რომელიც აღნიშნულ საქმეზე პროცესის დახურვას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანო, რასაც შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი.

„პროცესის დახურვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანო, რასაც შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. ამ შემთხვევაში, სხდომის დახურვას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან კონკრეტული საფუძველი, მგრძნობიარე საკითხია, საქმე ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი საფუძველი შეიძლება არსებობდეს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, მაქსიმალურად ჩავყვეთ ყველა საქმეს. ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით. ნახეთ, რომ 4 ოქტომბერს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იმოქმედა შსს-მ, მიუხედავად იმისა, რომ იყო ხელისუფლების გადატრიალების ძალიან ღია და უხეში მცდელობა. შსს-მ შეძლო, ყოველგვარი ექსცესების და ინციდენტების გარეშე დაჰპირისპირებოდა ხელისუფლების გადატრიალების ამ მცდელობას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ამ ხელწერას უნდა გავუფრთხილდეთ. იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ამ ხელწერას, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს. ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ სამართალდარღვევები დაუსჯელი და აქ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ბოლო 1 თვის განმავლობაში, ასევე პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ხელწერა, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს ხელისუფლების გადატრიალების, ძალადობრივი, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ ჩვენი სუფთა, ჰუმანური ხელწერით უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ ასეთ მცდელობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ