მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა
პრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა

პრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა

იმედი|imedinews.ge

ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა. ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი. ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი ეკონომიკა დღეს რომ იყოს ლარში 104.5 მლრდ ლარის მაგივრად 200 მლრდ ლარი, რა თქმა უნდა, გვექნებოდა იგივე მოცემულობა, რაც არის საფრანგეთში დღეს. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა. რაც შეხება იმას, ხელფასი ჩამორჩება ინფლაციას თუ პირიქით, მარტივი ციფრებია, ხელფასები გაიზარდა ამ 3 წლის განმავლობაში 47.9%-ით და სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 9.7%-ით. 5-ჯერ გაასწრო ხელფასების ზრდამ ინფლაციის ზრდას და ეს არის მარტივი მაჩვენებელი. ამას ვერ მოიტყუები. საშუალო ხელფასს ვერ მოიტყუები იმიტომ, რომ პირდაპირ დევს მონაცემები საშემოსავლო გადასახადის. შეიძლება რაღაც უწყებამ რაღაც მოიტყუოს, მაგრამ ადამიანები გადასახადს იხდიან. მილიონი ადამიანი იხდის გადასახადს, რომელიც არის პროპორციულად გაზრდილი. შესაბამისად, უტყუარი მაჩვენებელია ის, რომ მონაცემები ამ შემთხვევაში ასახავს რეალობას. რაც შეეხება ინფლაციას, აქაც პირდაპირ გადასახადებს იხდიან შესაბამისი კომპანიები, მათ შორის რითეილი და ა.შ. აქაც ინფლაციას ვერ მოტყუები გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გადასახადებზეც აისახება. კიდევ ერთხელ, 5-ჯერ გაასწრო საშუალო ხელფასის ზრდამ და შესაბამისად, შემოსავლების და ხარჯების ზრდამ ინფლაციის მაჩვენებელს“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი