მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ჩვენი გუნდი არის ეფექტიანი, კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 9.1% ეკონომიკური ზრდით
პრემიერი: ჩვენი გუნდი არის ეფექტიანი, კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 9.1% ეკონომიკური ზრდით

იმედი|imedinews.ge

ძალიან გვიხარია, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც დადებითად აფასებენ ეკონომიკურ პოლიტიკას საქართველოში და ქვეყნის მიღწევებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე.

„ჩვენი გუნდი არის ძალიან ეფექტური, რამდენიმე მინისტრისგან შედგება მთლიანობაში ეკონომიკური გუნდი და თქვენ იცით, რომ პოლიტიკა არის ძალიან ეფექტიანი. ასევე, დავამატებდი ეროვნული ბანკის როლს, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით ახორციელებს შესაბამის მონეტარულ პოლიტიკას საქართველოში და მართავს შესაბამის პროცესებს. გუნდი არის ეფექტიანი. საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგები. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი არის ის, რომ პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 9.1% ეკონომიკური ზრდით, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ტურიზმის სფეროში გვქონდა სერიოზული დანაკლისი ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კრიზისის ფონზე და ა.შ. ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი კვარტალი დაიხურა 9.1% ეკონომიკური ზრდით.

იგივე მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ ეკონომიკას. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ჯერ კიდევ 350 000 ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჯერ კიდევ დაბალია საშუალო ხელფასი, რომელიც დაახლოებით 2 400 ლარია. შესაბამისად, გვჭირდება ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობა იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი და საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ 2 თვეში 300-მდე სავარაუდო დარღვევა გამოავლინა - სამინისტროBM.GE
  • მადლობა ყველას, ვინც შემართების და უკომპრომისო ბრძოლის მაგალითს გვაძლევს ციხიდან - სალომე ზურაბიშვილიტვ პირველი
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
ბრძოლის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

პრემიერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში, უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების მცდელობები, გამოეწვიათ

The Telegraph: მაროკომ შესაძლოა ესპანეთში მიგრანტების მასობრივ გადასვლას ხელი შეუწყო

The Telegraph: მაროკომ შესაძლოა ესპანეთში მიგრანტების მასობრივ გადასვლას ხელი შეუწყო

იმედი

გია აბაშიძე: საინტერესოა, გოგი და ელენე ხოშტარიები ქართულ სამასპინძლო სექტორში თანხას როგორ იხდიან - გადახურდავებული რუბლებით თუ რუსული საბანკო ბარათებით?

გია აბაშიძე: საინტერესოა, გოგი და ელენე ხოშტარიები ქართულ სამასპინძლო სექტორში თანხას როგორ იხდიან - გადახურდავებული რუბლებით თუ რუსული საბანკო ბარათებით?

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი: ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მკაფიო ნიმუში პოლიტიკური რეციდივიზმისკენ მიდრეკილი ელენე ხოშტარიასგან მივიღეთ - შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოების ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით პროვოცირების კამპანიებს სწორედ ხოშტარია უდგას ხოლმე სათავეში, რომელიც ამავე დროს სწორედ ოკუპანტი ქვეყნის უწყვეტი დაფინანსებით საზრდოობს