მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება
პრემიერი: დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება

პრემიერი: დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება

იმედი|imedinews.ge

დღეს იყო კარგი ინიციატივები და ეს უნდა გავაღრმაოთ, უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება, საშუალოვადიანი ამოცანაა, რომ უნდა მოხდეს მიწოდების ჯაჭვის დამოკლება ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე, ხოლო გრძელვადიან პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ეს არის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

მისივე თქმით, გამჭვირვალობა, მათ შორის, კონკურენციის სააგენტოს მისცემს იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირება მოახდინოს წესებიდან გადახვევების, არასწორი თამაშის წესების და ა.შ. „სამწუხაროა, რომ დღევანდელ დებატებში ყოველთვის ფასებზე არ გვიწევდა საუბარი, გადახვევები გვქონდა, ვერ მოვისმინეთ კონკრეტულ შემთხვევაში ფასებთან დაკავშირებით შეთავაზებები. შევაჯამოთ, რას ვფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება მთავრობის მუშაობის შედეგებს, საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებს. არის ორი მიმართულება, ერთი მოკლევადიანი, ერთი - გრძელვადიანი.

მოკლევადიანს რაც შეეხება, დღეს იყო კარგი ინიციატივები და ეს უნდა გავაღრმაოთ, უნდა გავაგრძელოთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს დღეებში, როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება, ვფიქრობთ, ამაზე შეიძლება ხელშესახები შედეგის მიღწევა, ეს არის მოკლევადიანი ამოცანა. რაც შეეხება გრძელვადიან პროცესს, გამჭვირვალობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია. ეს გამჭვირვალობა, მათ შორის, კონკურენციის სააგენტოს მისცემს იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს იდენტიფიცირება წესებიდან გადახვევების, არასწორი თამაშის წესების და ა.შ. და ასევე რაც არის მნიშვნელოვანი საშუალოვადიანი ამოცანა - უნდა მოხდეს მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, რაც შესაძლებელია ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე. თუ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება ამ სექტორში, ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი ფასების შემცირება. ანუ, გვაქვს საშუალოვადიანი ამოცანები და გვაქვს მოკლევადიანი ამოცანა, რაზეც აქტიურად ვიმუშავებთ. მოკლევადიან ამოცანაზე უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რაც შეეხება საშუალოვადიან ამოცანებს, აქაც კონკრეტული გზა პრინციპში უკვე დასახულია და ამაზე აქტიურად იმუშავებს მთავრობა პარლამენტთან ერთად,“- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ