მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი დიუშენის მედიკამენტებზე: საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად, აქ უნდა დაისვას მარტივი კითხვა - ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ შეიძლება გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია
პრემიერი დიუშენის მედიკამენტებზე: საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად, აქ უნდა დაისვას მარტივი კითხვა - ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ შეიძლება გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო 50 მილიონი და დაგვეხარჯა, ეს იქნებოდა მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურის თქმით, აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით შეიძლება გამდიდრდეს ფარმაცევტული მაფია. „ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ყველასთან, მათ შორის, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან, ყველა თემასთან და კონკრეტულად, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს გვაქვს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე. ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ საკუთარი პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა, აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის და გადასახადის გადამხდელების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო ეს 50 მილიონი და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომელიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია, ჩვენ ჯიბიდან არც მე და არც მთავრობის წევრები პერსონალურ ფულს არსად არ ვიხდით. ეს არის ხალხის შენატანების საფუძველზე შეგროვებული ფული. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე. დაახლოებით 50 მილიონზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა - ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით შეიძლება ჩვენ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, სად არის აქ ჭეშმარიტება. ანუ, შესაძლებელია თუ არა ამ დიდი თანხით ხელშესახები შედეგის მიღწევა. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ საკმაოდ დიდი თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ