მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა
პრემიერი: ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა

პრემიერი: ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა

იმედი|imedinews.ge

ბოლო წლებში, საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ზრდა დარჩეს მდგრადი, რეგიონულად დაბალანსებული და ორიენტირებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფორუმი, რომელიც გაეროს დასახლებული პუნქტების პროგრამის ორგანიზებით იმართება, გამოცდილების გაზიარებისა და მეტად უსაფრთხო და ინკლუზიური თემების საერთო ხედვის მხარდაჭერის აუცილებელ პლატფორმას წარმოადგენს.

„ჩემთვის დიდი პატივია, სიტყვით მივმართავო ბაქოში, მსოფლიოს მე-13 ურბანულ ფორუმს. გულწრფელი მადლობა მინდა გამოვხატო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ, მისი ტრადიციული თბილი მიღებისა და ამ მნიშვნელოვანი გლობალური შეკრების ბრწყინვალე ორგანიზებისთვის. ეს ფორუმი, რომელიც გაეროს დასახლებული პუნქტების პროგრამის ორგანიზებით იმართება, გამოცდილების გაზიარებისა და მეტად უსაფრთხო და ინკლუზიური თემების საერთო ხედვის მხარდაჭერის აუცილებელ პლატფორმას წარმოადგენს. დღეს, ქალაქები თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევის წინაშე დგანან - კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობიდან დაწყებული, მდგრადი განვითარებითა და სოციალური ერთიანობით დამთავრებული. ის, თუ როგორ ვგეგმავთ, ვვითარდებით და ვიცავთ ჩვენს ურბანულ სივრცეებს, საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოებების სტაბილურობას, კეთილდღეობასა და მდგრადობას მომავალი თაობებისთვის. ბოლო წლებში, საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ზრდა დარჩეს მდგრადი, რეგიონულად დაბალანსებული და ორიენტირებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე“,- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი